გერმანიის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელიც ქვეყანაში სირიელებს აპარებდა

სულ ნახვები : 393
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის პოლიციამ პოლონური VW Passat-ი, რომელიც გორლიცის მიმართულებით გადაადგლდებოდა შემოწმების მიზნით გააჩერეს.

ავტომობილში ქართველ მძღოლთან ერთად  28-დან 36 წლამდე ოთხი სირიელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებსაც  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აღმოაჩნდათ და გერმანიაში უნებართვოდ იმყოფებოდნენ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ქართველმა  სლოვაკეთში აიყვანა და ბალკანეთის მარშრუტით გერმანიაში შეაპარა.

ქართველ მძღოლს ამ მოგზაურობისთვის მისი კლიენტისგან კონტრაბანდისტის საფასური 500.00 ევრო უნდა მიეღო. 

გამოძიებამ ასევე  დაადგინა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველმა  არაერთხელ ჩამოიყვანა მიგრანტები ჩეხეთიდან ცენტრალურ გერმანიაში. 

მის წინააღმდეგ  უცხოელების არაერთგზის კონტრაბანდის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ქართველი ამ დროისათვის  გორლიცის ციხეში გადაიყვანეს.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა