Cnews - ის ექსკლუზიური ვიდეო - ქართველი მეომრები ბახმუტიდან

სულ ნახვები : 818
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

Cnews - ის ექსკლუზიური ვიდეო ბახმუტიდან.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები ნოდარ ყარალაშვილის მიმართვას ეხმაურებიან, რომელმაც საქართველოში ’’ ტანკებით შემოსვლით’’ დაიმუქრა. ქართველმა მეომრებმა ვიდეო კადრები Cnews-ს ექსკლუზიურად ბახმუტიდან მოაწოდეს.    

ქართველმა გმირებმა რუს ოკუპანტებთან მძიმე შეტაკებების ფონზე დრო გამონახეს და საქართველოსთვის სპეციალური მიმართვა ჩაწერეს.     

კერძოდ, ვიდეო-მასალაში მებრძოლები აცხადებენ, რომ ისინი ნოდარ ყარალაშვილის განცხადებას კატეგორიულად ემიჯნებიან, სადაც ასევე უკრაინაში მყოფი ყარალაშვილი საქართველოში ტანკებით შემოსვლით დაიმუქრა, აფხაზეთის მხრიდან.    

ბახმუტში გადაღებულ მასალაში ქართველი მეომრები, შოთა ბითაძე, ვალიკო იზორია, შალვა ბაძაღუა, ბორის მეძმარიაშვილი, თენგიზ ჭანია და სხვები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს იცავენ და უკრაინაში საქართველოს ნათელი მომავლისთვის იბრძვიან. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ყარალაშვილის განცხადებას ემიჯნებიან.     
’’ყველა ქართველი მებრძოლის სახელით ვაცხადებთ, რომ ვერავინ ვერსად შემოვა, ჩვენ აქ, უკრაინაში ვებრძვით ჩვენს საერთო მტერს რუსეთს’’- ამბობს ქართველი მეომარი ვალიკო იზორია.    

’’ჩვენ იმისთვის არ ვართ აქ, რომ ტანკებით შევიდეთ საქართველოში, უკრაინაში მებრძოლი ქართველი არასოდეს წავა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, ჩვენ უკრაინის ინტერესებს ვიცავთ, გაუმარჯოს საქართველოს, ჩვენ გავცემთ ყველა ამნაირ ხალხს პასუხს’’- აცხადებს კიდევ ერთი მებრძოლი თენგიზ ჭანია.        

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სოცქსელში ნოდარ ყარალაშვილის საათ ნახევრიანი ვიდეო ჩართვიდან ამოკრეფილი ნაწყვეტების დამონტაჟებული ვერსია გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ „თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით’’.    

ეს კადრები პრორუსული და პროპაგანდისტული ქართული მედიის გვერდებზე ბოლო დღეებია პოპულარობას არ კარგავს. საქართველოს ხელისუფლებისა და კრემლის ქართველი ფანები მასალას პერმანენტულად აზიარებენ და სოცქსელებში არეკლამებენ კიდეც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა