ივანიშვილს მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელი პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს აშშ-ში - გახარია

სულ ნახვები : 909
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს აშშ-ში - ამის შესახებ  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, აცხადებს.

როგორც  ივანიშვილის „პერსონალური შიკრიკი“ ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, რომელიც ცდილობს გაერკვეს, რა ხდება სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლება აქ რომ პოზებში დგას, რომ აი ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი, სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია", - აცხადებს გიორგი გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა