თუ ივანიშვილს ეს გაუვა და გააგრძელებს სხვა ორგანიზაციების დევნას, სრული იზოლაციისკენ სვლა იქნება ქვეყანაში - კორძაია „გამჭვირვალობაზე“

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის პარტიის დავალებით რაჟდენ კუპრაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დევნა არის სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი,  რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, თუ ივანიშვილს ეს გაუვა და გააგრძელებს სხვა ორგანიზაციების დევნას, რაც სრული იზოლაციისკენ სვლა იქნება ქვეყანაში.

„ივანიშვილის პარტიის დავალებით რაჟდენ კუპრაშვილის მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დევნა არის სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. სრული იზოლაციისკენ ქვეყნის, რომელიც იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის და კეთილდღეობისთვის ევროპაში. შემთხვევით არ არის შერჩეული საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სამიზნედ, რადგან ეს ორგანიზაცია არის, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძეს, ფარცხალაძეს, კახა ბექაურს, გიორგი კალანდარიშვილს და თავად რაჟდენ კუპრაშვილსაც კი. ამიტომ, სრულიად არ გვიკვირს თუ რატომ არის სანიმუშოდ შერჩეული საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით და გვესმის ის, რომ თუ ივანიშვილს ეს გაუვა და გააგრძელებს მსგავსი ტიპის დევნას სხვა ორგანიზაციების, ეს იქნება სრული იზოლაციისკენ სვლა, ეს იქნება თავისუფალი ხმის ჩახშობა ქვეყანაში, ნებაწართმეული მოქალაქეების დატოვება ქვეყანაში, რადგან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ასეთ პირობებს, იბრძვიან და ხმას იღებენ და მთელი საქართველო დღეს იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ეს ჩვენ ოდნავ მაინც გავუტარეთ ივანიშვილს, ეს ნიშნავს სრულ იზოლაციას, მეტ ადამიანს ემიგრაციაში და მეტ დაჩაგრულ, დაბეჩავებულ ადამიანს საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობას 26 ოქტომბრის არჩევნების, რაზეც არაერთი დღეა ვლაპარაკობთ, რადგან ფრონტალური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ დაწყებულია და ეს არის ერთი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის თავისუფლების განადგურების. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არ გავუტაროთ ივანიშვილს და მისი დავალებების შემსრულებლებს ის ბოროტება და საბოლოოდ ვუთხრათ უარი იზოლაციას, სიღატაკეს და გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ კეთილდღეობით ევროპაში”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა