ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან - ქადაგიშვილი ივანიშვილზე

სულ ნახვები : 446
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან, -  ასე აფასებს   “ქართული ოცნების” დეპუტატი  ირაკლი ქადაგიშვილი  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნისას პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნის ტყვიაგაუმტარი მინებში მოთავსების ფაქტს.

მისი თქმით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზეზი აქვთ.

„ოპოზიცია გასაგებია, რომ მეათასე ხარისხოვან საკითხებს ეკიდება იმ პოლიტიკურ გზავნილებთან და პლატფორმასთან მიმართებაში, რაზეც მათ ბევრი სათქმელი არ აქვთ. ამიტომ, ცდილობენ, რომ აბუჩად აგდების კონტექსტში გადაიყვანონ ეს ყველაფერი. ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან. ეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მაგალითზეც თვალნათლივ ვიხილეთ სულ რაღაც 1 თვის წინ. ასევე ვიხილეთ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მაგალითზე. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ის ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის. ამიტომ, აქაც რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კონტექსტი სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს. აგრეთვე, ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ გამოძიებას ატარებს, პრევენციულ ზომებს იღებენ და ის, რომ მას უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, ესეც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა