დღეს წარვადგენთ „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიას - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“  საპარლამენტო სიებს დღეს, 26 ოქტომბერს წარადგენს.

ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

„დღეს, ძლიერი საქართველო, სხვადასხვა პოლიტიკური გუნდები გაერთიანებული 9 ნომრის ქვეშ, წარვადგენთ „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიას, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა სიის წარდგენა იქნება საჯარო, ასვე ყველა წესის დაცვით, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, დღის ბოლომდე იქნება წარდგენილი სია ცესკო-ში", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, დღეს 26 სექტემბერს, პარტიულმა სუბიექტებმა საბოლოო სია უნდა წარადგინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა