საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, სააკაშვილი მათი ტყვეა, მისი მწამებლები მაგნიტსკის სიას უნდა დაემატონ - ბროუდერი

სულ ნახვები : 150
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მაგნიტსკის" აქტის ავტორს, ბილ ბროუდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული და პუტინის რეჟიმს მათზე დიდი გავლენები აქვს. ამასთან მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების პოლიტიკური ტყვეა და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ ბილ ბროუდერმა "თაიმს-რადიოს" ეთერში ისაუბრა.

 "საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. მათთან პუტინს დიდი გავლენები აქვს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი ახლა პატიმრობაში იმყოფებოდეს. მაშინ, როდესაც პუტინს 2008 წელს  საქართველოს მიტაცება სურდა, სააკაშვილი მას შეეწინააღმდეგა. ამიტომ ის პუტინის სამიზნე გახდა. ის მისი მტერია და სურს, შური იძიოს. მან 40-50 კილო დაკარგა. არის ნაწამები. ექსპერტები საუბრობენ მის მოწამვლაზე. უნდა იცოდეთ, რომ ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ის კვდება და ამიტომ, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს მკურნალობის მიზნით. მე წარსულში მსგავსი რამ უკვე ნანახი მაქვს. ეს არის სერგეი მაგნიტსკი, რომელიც იყო ნაწამები და საბოლოოდ პატიმრობაში ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოკლეს. რადგან მე ვიყავი მისი მკვლელობის მოწმე, შედგა სერგეის მკვლელების სია, რომელსაც დაერქვა "მაგნიტსკის აქტი". რაც მე ვიხილე სააკაშვილის შემთხვევაში, ესეც არის ადამიანის უფლებებს უხეში დარღვევა, ამიტომ მაგნიტსკის სიას უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აწამებენ და კლავენ",- განაცხადა  ბროუდერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა