ბათუმში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს,  ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით  დადგინდა, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ ბრალდებული 27 იანვარს დააკავა. მას ბრალად ედება ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა