„დამირეკა ვინმე დიმიტრი ჩიქოვანმა“ - ენმ-ის წევრი დავით კეზერაშვილს არაფორმალურ მმართველობაში ამხელს

სულ ნახვები : 477
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დამირეკა ვინმე დიმიტრი ჩიქოვანმა და მითხრა რომ პირადად ჩაგვხსნა 4 ადამიანი ფბ ადმინობიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი გაბელია აცხადებს.

ის თავდაცვის მინისტრის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს არაფორმალური გავლენების გამოყენებაში ამხელს.

როგორც გაბელია აცხადებს, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა  პარტიაში არანაირ თანამდებობას არ ფლობს.

„დამირეკა ვინმე დიმიტრი ჩიქოვანმა და მითხრა,  რომ პირადად ჩაგვხსნა 4 ადამიანი ფბ ადმინობიდან.

როდესაც ვკითხე თანამდებობა და ფუნქცია მელაპარაკა აგრესიულად და ეს ადამიანი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა.

ჩემთვის გაუგებარია ამ ადამიანების მოტივაცია და რისი მიღწევა სურს? რა უფლებამოსილება აქვს, ვინ მიანიჭა ეს უფლებამოსილება?

ბატონო ლევან ასე ჩვენ ვერ დავიხსნით ტყვეობიდან პრეზიდენტს და ვერ შევასრულებთ მის სურვილს საერთო ერთიანობაზე“, - წერს გიორგი გაბელია სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები