„განახლებული რეგიონების” კომისიამ თელავში სხდომა გამართა

სულ ნახვები : 274
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დაიწყო.

კომისიის სხდომა ქალაქ თელავში კახეთის რეგიონისთვის გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები დასაქვლეთ საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის უკვე გამოცხადებულია. თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა