თამარ ჩიბურდანიძე: „ჩვენ ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ“

სულ ნახვები : 289
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ხალხის ძალის" წევრის,  თამარ ჩიბურდანიძის აზრით,  ,,რუსული კანონპროექტის" დაინიცირებით,  ყველას აჩვენეს, თუ  ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში და ვის ეშინია სიტყვა აგენტის. მისი თქმით,  ,,ხალხის ძალამ" შეძლო ლუსტრაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვამ ვერავინ მოახერხა.

ის პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშა უჭირავთ.

„ჩვენ ისტორიული ფოტო დავდეთ! მთელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში, ვინ ამყოფებს ქვეყანას მონობაში და ვის ეშინია სიტყვა „აგენტის“!

ჩვენ ლუსტრაცია მოვახდინეთ, რაც ვერ შესძლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერავინ. ჩვენ ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია.

ამ ფოტოს შევინახავ და შემდეგ თაობებს ვანახებ თვითგამჭირვალობის საუკეთესო მაგალითად!

ეს დიდი გამარჯვებაა!“, - წერს  თამარ ჩიბურდანიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები