რუსეთი ვლადიმერ კარა-მურზას გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლებს - Bloomberg

სულ ნახვები : 695
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთი ვლადიმერ კარა-მურზას გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლებს, - ამის შესახებ Bloomberg ანონიმ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.

მანამდე Bloomberg-მა განაცხადა, რომ გაცვლის ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია გადასცემს შეერთებული შტატების Wall Street Journal-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს და ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უელანს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ჯაშუშობის საქმეებში.

პოლიტიკოსს და ჟურნალისტს ვლადიმერ კარა-მურზას 2023 წლის აპრილში მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა "ღალატის", რუსულ არმიაზე "ფეიკის" გავრცელების ბრალდებით და "არასასურველი" ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისთვის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები