რა კავშირი აქვს „ევროვიზია 2023“-ის კონკურსანტს და მის პროდიუსერს რუსულ ფულთან?!

სულ ნახვები : 1,537
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 გაზეთ „ქრონიკა+“ ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში, სადაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ მუსიკალურ მეგა შოუ „ვოისის“ შიდა კულუარულ საკითხებზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საპროდიუსერო კომპანია Giga Production-ის ხელმძღვანელი გიგა კუხიანიძე და ამავე კომპანიის წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი (ევროვიზია 2023-ის მონაწილე), საავტორო უფლებათა დაცვის, ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობენ, რომლის სავარაუდო  ფინანსური წყარო, რუსეთის ფედერაცია და იქ მოღვაწე პირები არიან.

ამავე მასალას თან ერთვის  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წელს გაკეთებული განცხადებაც:

„G&A-ს (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) საგანგებო განცხადება:

"რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA), რომელიც საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს უკანონოდ სთხოვს ჰონორარის გადახდას, აცხადებს, რომ მისი და ქართული კომპანია MOST-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება Warner Music-თან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების რუსული სქემის და მისი საგანგაშო დეტალების შესახებ. კომპანია MOST-მა (ს/კ: 402121477 რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2019 დირექტორი და 49% წილის მფლობელი დავით ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის GERA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც, რაც ინტერესთა კონფლიქტია) რეგისტრაციიდან 10 დღეში, 2019 წლის პირველ აპრილს გააფორმა ხელშეკრულება არა Warner Music-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან (დირექტორი ალექსანდრე ბლინოვი) რუსეთის დანაყოფს კი, საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები!", - ნათქვამია ასოციაციის მიერ 2019 წელს გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციის მიხედვით, რომლის მოძებნაც საავტორო უფლებათა კომპანიების გვერდებზე ძალიან მარტივია, კომპოზიტორმა და პროდიუსერმა გიგა კუხიანიძემ GERA რუსულ კავშირებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დატოვა, თუმცა შემდგომში აღნიშნული უარყო, უკანვე დაბრუნდა და განაცხადა, რომ მას GERA-ს კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუხიანიძე აქტიურად თანამშრომლობს რუსული სცენის წარმოამდგენლებთან, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერები არიან და ე.წ. Z კონცერტზებეც გამოდიან, მაგალითად ქეთა თოფურია, რომლის მეუღეც კადრიროვის გარემოცვის უახლოესი წარმომადგენელია და  ლარისა დოლინა.

ცნობისთვის, GERA-ს - რუსულ კავშირებზე საუბრობდა, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც და კონკრეტული სახის წერილიც კი გამოაქვეყნა რასაც, GERA-ს ხელმძღვანელობის გაღიზიანება მოჰყვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა