18 მარტს თბილისის ქუჩებში მოძრაობა შეიზღუდება

სულ ნახვები : 304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 18 მარტის 00:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება.

მათივე ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირისა და ნავთლუღის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და სამგორის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთებსა და მოსკოვის გამზირის N2-ის მიმდებარედ.

ამასთან, შეზღუდვები ძირითადად ღამის საათებში იმოქმედებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა