ის კარგად იცნობს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს - ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა

სულ ნახვები : 284
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც რჩება ჯერ კიდევ განათლების სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც განათლების მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი  გიორგი ამილახვარი  წარადგინა. 

პრემიერის თქმით, მან იცის როგორ უნდა მოაგვაროს სისტემაში არსებული პრობლემები.

„მან იცის კარგად,  როგორ უნდა მოაგვაროს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები.  ბატონი გიორგი იქნება  კარგი მინისტრი“, -განაცხადა 

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ განათლების მინისტრის შეცვლა  7-9 მარტის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც ჩანს, მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ამ პოსტს რამდენიმე წელი იკავებდა, აქციებზე სტუდენტების აქამდე არნახულ აქტიურობას შეეწირა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა