„ევროვიზიის შერჩევის პრეროგატივა უნდა გათავისუფლდეს „საზმაუ+ „გიგავიზიას“ „დევის მკლავებისგან!“ - თამარ ივერი

სულ ნახვები : 902
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპერის მომღერალი თამარ ივერი „ევროვიზიაზე“ გასულ ქართველ კონკურსანტზე, ირუ ხეჩანოვზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Cnews უცვლელად გთავაზობთ:

„პროექტ „ვოისის“ „აღმოჩენის“ სრულიად ლოგიკური დასასრული‼️

და ეს ყოველთვის ასე „Veni,Vidi“-ს რეჟიმში იქნება, როცა ტვ არხის ჯიბის პროექტის და მისი  პროდიუსერის გადასაწყვეტი გახდება თუ ვინ უნდა წარსდგეს   ევროვიზიაზე.

 რას ვიზამთ,როცა სრულიად უსუსური,გამყინავი  ვოკალით და დაფაზე წაშლილივით არამკაფიო ფრაზებით წარდგება „გიგა ვარსკვლავთმჭედელი“-ს  ფავორიტი რაღაც მონოტონური სიმღერით....იქ მხოლოდ  სპეცეფექტების და „ჩუნგარლანგას“ ძახილის იმედად „დაფნაზე“ ან თუნდაც ათეულში მოხვედრაზე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს!!

ქვეყანას ნუცა ბუზალაძე ჰყავდეს და ფსონად ხუთთეთრიანებს დებდეს პირველად ვხედავ.

დიდი ალბათობით, გაისად მაინც უნდა განთავისუფლდეს ევროვიზიის შერჩევის პრეროგატივა საზმაუ+ „გიგავიზიას“  „დევის მკლავებისგან“‼️‼️  ერთადერთი... ვულოცავ 1 არხის მაყურებელს თვეების განმავლობაში,ტელერეკლამებიდან წამდაუწუმ "ჩუნგარლანგას" სმენისგან განთავისუფლებაში!“, - წერს მომღერალი.

ცნობისთვის, მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია“-ზე საქართველო უკვე მეექვსედ დარჩა ფინალის გარეშე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები