ნინო ლომჯარია - შეხედეთ ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა
![](https://cnews.ge/uploads/news_image/news_56668_1.jpg?v=1684496266)
![Მიახლოება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomIn-icon.png)
![გადიდება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomOut-icon.png)
![წაიკითხეთ მოგვიანებით](https://cnews.ge/uploads/others/Read-later.png)
![ბეჭდვა](https://cnews.ge/uploads/others/Print-icon.png)
...
„შეხედეთ ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. ხელისუფლებაში ყოფნიდან მე -13 წელს, „ოცნება“ წარმატებად გვასღებს ომის საერთაშორისო დანაშაულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან „შეთანხმების მიღწევას“, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ.
ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. „ოცნებავ“, ესაც არაა თქვენი დამსახურება ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ“, - წერს ფეისბუქ-პოსტში ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა.