ტრეფიკინგი ზესტაფონში

სულ ნახვები : 587
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამაღთლოს უკვე მიმართა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებულ ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, საილამაზის სალონში, მასაჟის პოპიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. ბრალდებულმა დაზარალებულები, ნაცვლად ბათუმისა, მოტყუებით ზესტაფონში ჩაიყვანა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა“- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებში.

ბრალდება ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა