ქალი, რომელსაც ბრიტანეთის მონარქის ჩარლზ III-ის რძლის ესკორტმა გადაურა, გარდაიცვალა

სულ ნახვები : 373
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრიტანელი ქალი გარდაიცვალა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მას პოლიციის მოტოციკლი დაეჯახა, რომელიც თან ახლდა ედინბურგის ჰერცოგინიას სოფის - ბრიტანეთის მონარქის ჩარლზ III-ის უმცროსი ძმის, პრინც ედუარდის მეუღლეს.

ამის შესახებ გამოცემა Telegraph-ი ქალის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა 10 მაისს მოხდა, როდესაც 81 წლის ჰელენ ჰოლანდი გზას კვეთდა. მისი შვილის თქმით, ქალმა "მრავლობითი მოტეხილობები და ვრცელი შინაგანი დაზიანებები" მიიღო. ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ავარიიდან ორ კვირაში კი გარდაიცვალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები