მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხვიოს დესტრუქციული გზიდან - აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატა

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გადაუხვიოს დესტრუქციული გზიდან.

ამის შესახებ პალატის წევრებმა განცხადება გააკეთეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ხელისუფლება ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც საქართველოში გავლენების შესახებ კანონს, ამერიკულ ფარას ადარებს.

„აღმაშფოთებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. აშშ იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მილიარდობით დოლარს. ამის საპირისპიროდ რუსეთმა საქართველოში, მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოიტანა. ფარასთან და დასავლეთის საგარეო გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც იმეორებს კრემლის, მოსასმენად დამღლელ რიტორიკას. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობარი და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა