„მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს“ ევროკავშირი სანქციებს აწესებს

სულ ნახვები : 304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები პარასკევს გამართულ შეხვედრაზე მოლდოველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების პირველ სიაზე შეთანხმდნენ.  ამის შესახებ რუსულენოვანი გამოცემები იტყობინებიან.

დასავლეთის საქნციების სიაში ხვდებიან ის პირები, რომლებიც  "მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

 მოსალოდნელია, რომ სია ევროპელი მინისტრების მიერ ოფიციალური დამტკიცების შემდეგ გასაჯაროვდება. პოლიტიკოსები კი  შეხვედრა 30 მაისს გამართავენ.

" „სანქციები გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს სხდომაზე სამშაბათს (30 მაისი - რედ.)“, - თქვა წყარომ.

ევროკავშირმა  ცალსახად განაცხადა, რომ სანქციები  მიმართული იქნება „მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა