დღეს, საქართველო სამწუხაროდ, მოიხსენიება ბელორუსთან ერთად - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ღარიბაშვილის დღევანდელი მოქმედებები სამიტზე, რომ ის პრეზიდენტ ზელენკის არც მიესალმა და არც მხარდაჭერა გამოუცხადებია, კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკას“ - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

"ღარიბაშვილის მოქმედებები დღევანდელ სამიტზე ის, რომ არ შეხვდა ზელენსკის, არ გაარკვია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობაში, არც მიესალმა, არც მხარდამჭერი და სოლიდარობის განცხადება არ გააკეთა, ადასტურებს „ქართული ოცნების“ ღარიბაშვილის მოღალატეობრივ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში.

დღეს, საქართველო  სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე, მოიაზრება რუსულ ორბიტაზე მყოფ სახელმწიფოდ და მოიხსენიება ბელორუსთან ერთად. ამიტომ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ არ შევაცვლევინოთ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის საგარეო კურსი საბოლოოდ და დავიცვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივა",  - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, მოლდოვაში გამართულ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო ბელარუსთან კონტექსტში ახსენა, და აღნიშნა, რომ „ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს “.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა