უკრაინას შეუძლია ნატოს სამიტზე მძლავრი დახმარების პაკეტის იმედი ჰქონდეს - ბლინკენი

სულ ნახვები : 280
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნატოს წევრი ქვეყნები გეგმავენ უკრაინისთვის  პოლიტიკური და მატერიალური დახმარების მძლავრი პაკეტის გამოყოფას სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

ამის შესახებ Cnews-ი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ბრიფინგზე დაყრდნობით იუწყება.

„რაც შეეხება უკრაინას, დღევანდელი დისკუსიებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პირველი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ვილნიუსში, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან  სამიტზე, ჩვენ და ჩვენს მეგობრებს უკრაინაში შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ ძალიან მძლავრ პაკეტზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე,  მატერიალური დახმარების სახით“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მისი თქმით, ყველა მოკავშირე მხარს უჭერს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მათ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე აიღეს, როდესაც ისინი უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას დაჰპირდნენ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები