საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევების მატება ფიქსირდება

სულ ნახვები : 221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქაღთველოში ჩუტყცვავილას შემთხვევები დაფიქსირდა, მაგრამ საგანგაშო მატება არ შეინიშნება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქი მიმდინარეობით ფიქსირდება:“ამ ეტაპზე ჩუტყვავილას შემთხვევები არის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და უჩვეულო მატება, რაც სხვა დროს ქვეყანაში არ ყოფილა. საყურადღებოა ის, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, თუ სიმპტომები არის მკაფიოდ გამოხატული, ოჯახის ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის რუტინული კალენდრის ფორმატში და ბევრი ქვეყანა ისე, როგორც საქართველო ამას არ მიმართავს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ერთდროულად მოხდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ერთი წლის განმავლობაში, რაც ექსპერტების მოსაზრებით, პრაქტიკაში განხორციელებაში ვერ იქნება. არასრული ვაქცინაცია პირიქით, გაზრდის რისკებს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ ბავშვს ჩუტყვავილა დაემართა, დარჩეს სახლში და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილ ადამიანებში ჩუტყვავილას მდგომარეობა არის უფრო სერიოზული და საყურადღებო. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ზრდასრულ ადამიანს ჩუტყვავილა დაემართა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს სწრაფი რეაგირებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით წითელას მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა:“წითელა არის დაავადება, რომელიც პრაქტიკულად, ელიმინაციას უნდა დაექვემდებაროს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ბავშვებს, ვისაც არ ჩაუტარებიათ წითელას ვაქცინაცია რაიმე მიზეზის გამო და უწევთ, აუცილებლად მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს და ჩაიტარონ. წითელას ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული ღონისძიება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად მიყვება მის განხორციელებას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა