დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში კლდის ჩამოშლის შედეგად რუსი ტურისტი დაიღუპა

სულ ნახვები : 366
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ბზიბის ხეობაში კლდის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად 1 რუსი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემები ავრცელებენ. 

აღნიშნულია, რომ კლდის ნარჩენები იმ მანქანას დაეცა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ. კიდევ ერთი რუსი ვიზიტორი ფეხის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც „ინტერფაქსს“ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კლდის ჩამოვარდნა მაშინ მოხდა, როცა იუფშარის კანიონში ტურისტები მანქანით გადაადგილდებოდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა