თქვენ გახდით ჩემი მეგობრები და მეყვარებით სიცოცხლის ბოლომდე - დავით ჯელაძის მიმართვა საზოგადოებას

სულ ნახვები : 1,818
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელი დავით ჯელაძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი ძალებით შეეცადა მეწყრული ზონიდან გამოღწევას და თავისი მცირეწლოვანი დისშვილის გადარჩენას, საზოგადოებას მადლობა უხდის თანადგომისა და მისდამი გამოხატული ყურადღების გამო.

ჯელაძე, აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„მინდა ყველას ჩაგეხუტოთ და ისე გადაგიხადოთ მადლობა!! ასეთი კეთილები  როგორ ხართ, რაც დრო გადის უფრო რთულია ამ ამბის გახსენება, ის საშინელი კადრები თავლებიდან არ ამომდის, საშინელება იყო... მაგრამ თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც მეხმარებით გადავიტანო ეს ურთულესი დღეები.

უბრალოდ ძალიან ძალიან მიყვარხართ.

მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ გახდით ჩემი მეგობრები და მეყვარებით სიცოცხლის ბოლომდე. ვტირი ...“, -წერს ჯელაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები