რას აცხადებენ „ვივამედში“ პატიმრების გადაყვანასთან დაკავშირებით?

სულ ნახვები : 524
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ბოლო 2 დღეში, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მათთან 20-მდე პატიმარი გადაიყვანეს.

ცნობისთვის, უფლებადამცველი, ლედი ტუკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში 20 პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს.

მისივე თქმით, პატიმრები უხარისხო კვებაზე, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ციხეში სამედიცინო დახმარების არ არსებობაზე საუბროდნენ, რაც გახდა ბუნტის მიზეზი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა