პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, მძიმეა

სულ ნახვები : 444
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შსს-ს თანამშრომელი, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ხეჩინაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, გვიან ღამით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა