ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰამასის” მებრძოლებს შეუძლიათ ჩაბარდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა განადგურდება

სულ ნახვები : 379
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობის „ჰამასის“ ბოევიკებს შეუძლიათ  ჩაბარდნენ ან ყველა განადგურდება.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

"ჰამასის ტერორისტებს ორი ვარიანტი აქვთ: მოკვდნენ ან ჩაბარდნენ უპირობოდ. არ არსებობს მესამე ვარიანტი. ჩვენ გავანადგურებთ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს", - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის დილით ისრაელზე ღაზას სექტორიდან დაიწყო სარაკეტო თავდასხმები და პარალელურად ბოევიკთა ჯგუფები შევიდნენ ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მათთან ბრძოლაში ისრაელის სამხედროები შევიდნენ. არმიამ გამოაცხადა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ და მალევე გამოაცხადა საპასუხო ოპერაცია რკინის ხმლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა