„წვეროსანი ბანდიტები“ - ირინა სარიშვილი საზოგადოებას ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების დაცვისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 250
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამ ღვთისგან მიტოვებულ ბავშვთა სახლში კარებს არ აღებენ წვეროსანი ბანდიტები... დავთქვათ დღე, საათი, შეკრების ადგილი და წავიდეთ, ვუშველოთ პატარებს,“ - წერს პოლიტიკოსი  ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც  საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მისი თქმით, მდგომარეობა  საგანგაშოა და ყოველ წუთს და დღეს მნიშვნელობა აქვს.

„ყოველი წუთი, საათი, დღე საბედისწეროა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პატარა მიუსაფარი ბინადრებისათვის!

რას ველოდებით?! რა პარლამენტში შესვლა-არშესვლა, რა ჰესი, რა ეკოლოგია?! საერთო, რამე რად გვინდა ან ვინ ვართ ჩვენ, როცა ჩვენს თვალწინ, ყველამ რომ ყველაფერი იცის ისე, ყველასგან მიტოვებულ პატარებზე ძალადობენ, ამდენი სასამართლო პროცესია ჩატარებული, ამდენი ძიება მიდის და იქ, ამ ღვთისგან მიტოვებულ ბავშვთა სახლში კარებს არ აღებენ წვეროსანი ბანდიტები, ამას ბედავენ და ამას ვითმენთ!

შევიკრიბოთ ყველა ერთად, ჩავიდეთ და აბა ვინ დაგვიდგება წინ და ვინ გაბედავს კარის ჩარაზვას!

დავთქვათ დღე, საათი, შეკრების ადგილი და წავიდეთ, ვუშველოთ პატარებს!

ღამე როგორ გვძინავს?! როგორ?!“- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 15 აპრილს, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები