ბათუმელი „კუპატა“ დაიღუპა - „კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა“

სულ ნახვები : 1,106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმელი ცნობილი ძაღლი „კუპატა“, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „Lovely Kupata. კუპატა“ ავრცელებს.

„ლეგენდარულმა კუპატამ, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა. ჩვენი პატარა მეგობარი, სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო.

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით. გუშინ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა. მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა. პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები