საკადრო ცვლილებები ახალგორში - რეზო დევიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 6,456
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენინგორსკის რაიონის უფროსის პირველი მოადგილე რეზო დევიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

მანამდე, გამოცემა «Эхо Кавказа» წერდა, რომ ახალგორში სპეციალური საშვის გაცემას რეზო დევიძე აკონტროლებდა. 26 ოქტომბერს კი ე.წ სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ალან გაგლოევმა გამოთქვა უკმაყოფილება, თუ როგორ წყდებოდა ეს საკითხი. „ადამიანებს ვერ მოატყუებ. დაპირებების გაცემისას ისინი უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა გაგლოევმა მაშინ, თუ რა იგულისხმებოდა ზუსტად, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რაიონის ახალი უფროსი სულ ცოტა ხნის წინ,  მურთაზ ვალიევი გახდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დამკვირვებლებმა ამ დანიშვნას ალან გაგლოევის ყველაზე დამღუპველი საკადრო გადაწყვეტილება უწოდეს მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა
სოცმედია ► Მეტის ნახვა