ქართული მხარე ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს - საგარეო უწყება რუსეთის მიერ გატაცებულ ქართველ მებრძოლებზე

სულ ნახვები : 499
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ დატყვევებული ქართველი მებრძოლების შესახებ. 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის  კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად"- აცხადებს  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსებებთ, გუშინ, 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ  რუსებმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველის ტყვედ აიყვანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
კონფლიქტები ► Მეტის ნახვა