საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები ნიცაში გაემგზავრნენ





...
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები - ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაემგზავრნენ.
საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, მებო ნუცუბიძემ დაწერა - კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, ხოლო ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.