დაბა ბაკურიანში უხვი ნალექის გამო საავტომიბილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სულ ნახვები :
157




...
დაბა ბაკურიანში მოსული უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას „ბაკურიანის განვითარების სააგენტიო“ ავრცელებს.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. საჭიროების შემთხვევაში ბორჯომის მერიისა და სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.