ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს

სულ ნახვები : 301
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრებთან საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.

ვილი სანიოლის გუნდს შანსი ჰქონდა ევროპირველობაზე მოხვედრილიყო, მაგრამ ახლა შეუმცირდა. ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური (სფფ) მდივნის, დავით მუჯირის კომენტარი.

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია“, – წერია სფფ-ს ვებგვერდზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა