შეუჩერებელი – იტალიელები შენგელიას ასე ახასიათებენ

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იტალიის სერია A-ს ვებ გვერდზე თორნიკე შენგელიას ფოტოა, წარწერით – შეუჩერებელი. შენგელიამ ბოლო დროს მაგრად აკრიფა და მართლაც შეუჩერებელია: ბოლონიელთა ქართველი ფორვარდი ფორმაშია და 2 თვეა, MVP-ის ტიტულს თითქმის არავის უთმობს. თოკო ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში გახდა. დიდი ალბათობით, ჩვენებური იმავეს გამეორებას ნოემბერშიც აპირებს.

სერია A-ს მორიგ მატჩში ვირტუსმა ბრეშას უმასპინძლა და 88:76 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი, შენგელიას დამსახურება ძალიან დიდია. თორნიკემ 26 წუთში 26 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. შესანიშნავი ჰქონდა სროლის პროცენტული მაჩვენებელიც: 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 35-ს უწია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

არადა, ბრეშას მცველმა, სი ჯეი მასინბერგიმ 27 ქულა ჩააგდო, მაგრამ სარგებლიანობით თოკოს 4 ერთეულით ჩამორჩა.

8 ტურის შემდეგ მოპოვებული 7 გამარჯვებით ვირტუსი ლიგა A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო მატჩს კი, იტალიური გუნდი ევროლიგაში გამართავს – 23 ნოემბერს თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა