საკითხავი ისაა, ოპოზიციას უფრო ეწყინა მისი დაბრუნება, თუ ქართულ ოცნებას - ელისო კილაძე ივანიშვილზე

სულ ნახვები : 2,948
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

გაზეთ „ქრონიკა+“ ის რედაქტორი ელისო კილაძე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კილაძემ საკუთარ პოსტში გამოყო ის ძირითადი ქვეტექსტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს საკუთარ გამოსვლაში ჰქონდა, ბოლოს კი რიტორიკული შეკითხვა დასვა.

„საინტერესო მესიჯბოქსი ჰქონდა;

1.დაპირისპირების საფრთხე გუნდში

2.კორუფცია

3.გიორგი გახარიას პრობლემა

4.სალომე ზურაბიშვილის პრობლემა

5.გრავიტაციის ცენტრის არარსებობა

ახლა საკითხავი ისაა,ოპოზიციას უფრო ეწყინა მისი დაბრუნება,თუ ქართულ ოცნებას“, - წერს კილაძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დღეს, მესამედ დაბრუნდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები