ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი… რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის - არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებაზე

სულ ნახვები : 1,396
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე თვეა რაც არის, თუმცა ამისთვის ყურადღება, ჟურნალისტების გარდა, არავის მიუქცევია.

"ეს არის დღესასწაული და ასეთ რაღაც მნიშვნელობების იმაზე არ ღირს. არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი," - ამბობს იოანე მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის ხატია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა