ადამიანი ცხოველის ცემის ან/და მოკვლის გამო 3 წლით ციხეში არ უნდა წავიდეს - ნიკო მოსიაშვილი

სულ ნახვები : 5,595
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ადამიანი ცხოველის ცემის ან/და მოკვლის გამო 3 წლით ციხეში არ უნდა წავიდეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მოსიაშვილი წერს.

მოსიაშვილის შეფასებით, ადამიანის დასჯა, რომელიც ცხოველს აწამებს ან წამებით მოკლავს უნდა ხდებოდეს, სხვა ფორმით.

„ის კაცი კანონის სრული სიმკაცრით ისჯება ახლა. მაქსიმუმია ეგ (როგორც მე წავიკითხე და იურისტებთან გავიარე). რაც არ მგონია სწორი. უსამართლო მგონია.

თუ ასე ჰაერივით  გვსურს ადამიანის იმის გამო დასჯა რომ სიკეთითა და სიყვარულით სავსე საზოგადოებაში ვიცხოვროთ, სხვა ფორმითაც შეიძლება და არა 3 წლიანი ციხით.

ამ დროს ჩვენს თვალწინ ადამიანებს კლავენ, სცემენ, დამნაშავეებს სასამართლოდან ათავისუფლებენ ან საერთოდ არ იწყებენ გამოძიებას და მაშინ არ ვართ ხოლმე ასეთი მომართულები.

ვერ დავიჯერებ იმ ადამიანის ჰუმანურობას, სიკეთეს, რომელსაც ადამიანის ცემასა მოკვლაზე მეტად  ცხოველის ცემა და მოკვლა აწუხებს.

ასე ვფიქრობ, ამის მჯერა და იმიტომ, რომ 'არაპოპულარული ' შეიძლება იყოს ჩემი აზრი, უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავ.

'არაპოპულარულია' ხშირად რასაც ვამბობ და ვაკეთებ ხოლმე.

'არაპოპულარულია' დღეს საქართველოში პატრიარქზე და საპატრიარქოზე რამის თქმა. არა მხოლოდ არაპოპულარულია, საფრთხის შემცველიცაა და საკუთარ თავზე გამომიცდია ეს. მაგრამ მაინც მითქვამს და კიდევ ვიტყვი. იმიტომ რომ ასე მჯერა.

არ დავიწყებ იმის ახსნას რომ მიუხედავად ჩემი პოზიციისა ძაღლი მეც მყავს და ძალიან მიყვარს, რადგან არავის საქმე არ არის და არაფერს ცვლის“, - წერს მოსიაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები