ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს

სულ ნახვები : 1,679
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი - „ირემი“ აღმოაჩინეს.

როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს საექსპერტო კვლევა ჩაუტარა და დაადასტურა, რომ ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის.

მისივე თქმით, 2023 წელს შექმნილი ირაკლი ფარჯიანის სახელობის მაღალტექნოლოგიური საექსპერტო ლაბორატორია ამა თუ იმ ნამუშევრის ავთენტურობას ადასტურებს.

„როდესაც ვინმეს სჭირდებოდა საქართველოში დაედასტურებინა საკუთრებაში არსებული ამა თუ იმ კულტურული ფასეულობის ავტორისადმი მიკუთვნების ფაქტი, ამისათვის საჭირო იყო ძალიან გრძელი გზის გავლა. დღეს ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა, რადგან შარშან შექმნილი და გახსნილი ირაკლი ფარჯიანის სახელობის მაღალტექნოლოგიური საექსპერტო ლაბორატორია ამა თუ იმ ნამუშევრის ავთენტურობას ადასტურებს. ლაბორატორიამ პირველი კვლევის შედეგი დადო და თქვა, რომ საქართველოში არსებობს ფიროსმანის ნამუშევარი“, - თქვა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა