მოსამართლემ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სულ ნახვები :
1,612




...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა მათ თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება - საუბარია 60 მილიონ ლარზე.
შეგახსენებთ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებები ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა. საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს.
დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.