ქართული კულტურა რუსეთის ხელშია - გიგა კობალაძე

სულ ნახვები : 1,081
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს ქართული კულტურა რუსეთის ხელშია და ეს ღია ფაქტია უკვე, თუმცა ამით არ კმაყოფილდებიან - ეს განცხადება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ დღეს, 5 ოქტომბერს საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე გააკეთა.

კობალაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ასოციაციაში ავტორ/შემსრულებელთა საჩივრის საფუძველზე დაიწყო, არის მართული პროცესი და ეს რუსეთიდან მომდინარეობს.

„ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ის წინააღმდეგობა რაც ჯერ კიდევ გაგვაჩნია რუსეთის მიერ წართული კულტურის და საავტორო უფლებების წაღების წინააღმდეგ, ეს წინააღმდეგობა ჩაახშონ და გაანეიტრალონ.

დღეს ქართული კულტურა რუსეთის ხელშია და ეს ღია ფაქტია უკვე, თუმცა ამით არ კმაყოფილდებიან.

მზად ვარ, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხო, არაფერი დასამალი არ მაქვს. მარტივად ვამბობ, რომ ეს ორგანიზაცია რაც ჩვენ მოვედით აქ 2011 წელს, დღემდე მუშაობს გამჭვირვალედ“, - განაცხადა კობალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომელსაც საფუძვლად ავტორ/შემსრულებელთა საჩივარი ედო, ისინი კობალაძის უწყებას კუთვნილი ჰონორარების შესაძლო მითვისებაში ადანაშაულებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა