მამამ შვილის გაუპატიურება აღიარა - საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 5,041
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (სოფლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ) მომხდარ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით CNews-მა ახალი დეტალები გაარკვია.

წყარომ, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, CNews-ს უყვება რომ მოზარდის დედამ ბავშვის ფეხმძიმობა ვერ შეამჩნია, რადგანაც მას მუცელი არ ეტყობოდა.

„ოჯახი ერთად ცხოვრობდა, როგორც დედამ თქვა ბავშვს მუცელი არ ეტყობოდა, შესაბამისად მისი ფეხმძიმობის ამბავი ვერ გაიგო. ბავშვი სულ სახლში იყო და მამასთან ერთად ტყეში, შეშის შესაგროვებლად დადიოდა, რომელსაც შემდეგ ყიდდნენ“.

რაც შეეხება მოძალადე მამაკაცს, სოფელში მას ყველა დადებითად ახასიათებდა.

„მეზობლები მამას ძალიან დადებითად ახასიათებენ. ამბობენ რომ ყველას უყვარდა, როგორც კარგი ადამიანი, რომელიც მუდამ მზად იყო სხვებს დახმარებოდა“, - უყვება წყარო Cnews-ს.

მისივე თქმით, სამართალდამცავების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, არასრულწლოვანის მამამ დანაშაული უკვე აღიარა.

ცნობისთვის, მამის მიერ არასრულწლოვანის სისტემატური გაუპატიურების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 17 წლის გოგონამ იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა