„ათ ტონა შარდს ვღვრით ყოველდღეო“ - რომან გოცირიძეს ტაქსისტები დახმარებას სთხოვენ

სულ ნახვები : 375
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ათ ტონა შარდს ვღვრით ყოველდღეო,“ - ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი სოციალურ ქსელში თბილისელი ტაქსისტების გასაჭირზე წერს:

„35 ათასი რეგისტრირებული და კიდევ არარეგისტრირებული რამდენიმე ათასი ტაქსისტი ყოველდღიურად შარდავს თბილისში მოფარებულ ადგილებში. ტუალეტები არაა საკმარისი და სადაცაა, იქ მანქანით ვერ მიუდგებიო, მომიყვა გუშინ მათი გასაჭირის შესახებ ტაქსის მძღოლმა. თქვიო პარლამენტში. ჩამოგიწერ ყველა „ტოჩკას„, სადაც დავიარებითო.  ქალაქგარეთ არ გეგონოთ, აქვეა ყველა, ცენტრშიო.  ათ ტონა შარდს ვღვრით ყოველდღეო. გაუანგარიშებია ესეც.

კი გამეცინა, მაგრამ სატირალია სინამდვილეში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები