საქართველომ ნიდერლანდებს გადაუარა

სულ ნახვები : 445
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ეროვნული გუნდი დაამარცხა - 31:10. 

თამაში რთულად დაიწყო. ანგარიში საჯარიმოდან ნიდერლანდელებმა გახსნეს. ბორჯღალოსნები დიდხანს ვერ ახერხებდნენ მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრას. თუმცა, საბოლოოდ, შეცდომა მაინც დააშვებინეს. საჯარიმო დასარტყმელი პოზიციიდან აუტში გადავიტანეთ. დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა პირველი ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ გარდასახა - 7:3.

საქართველოს ნაკრები ორგანიზებულად შეტევას განაგრძობდა. მარჯვენა ფრთაზე მეტობა შექმნეს და მერაბ შარიქაძემ გარემარბ აკაკი ტაბუცაძეს სალელოვე გადაცემა გაუკეთა. მატკავამ ესეც გარდასახა - 14:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი. 

შესვენების შემდეგ მალევე ბორჯღალოსნების შეტევა მორიგი ლელოთი დასრულდა. ხაზი თორნიკე ჯალაღონიამ გაჭრა და ლელო შუამარბ გიორგი კვესელაძეს გაატანინა. მატკავამ გარდასახა - 21:3. 

15 წუთის შემდეგ კვესელაძემ დუბლი შეასრულა. ტაბუცაძე მარჯვენა ფრთაზე

ზედ ხაზთან გააჩერეს. ბურთი კვესელაძემ აიტაცა და ლელოში გადადო. მატკავამ ვერ გარდასახა - 26:3. ამას დერეფნიდან მოლის აგორების შემდეგ ილია სპანდერაშვილის ლელო მოჰყვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ ვერ გარდასახა - 31:3. 

ბოლო წუთზე ნიდერლანდელებმა ხანგრძლივი იერიში მოგვიწყვეს და საჯარიმო ლელო მიითვალეს - 10:31.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა