გვჭირდება კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან - ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

სულ ნახვები : 307
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გვჭირდება კონსულტაციებიი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური  სავადმყოფოს შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილებები კონსულტაციების შედეგად უნდა მიიღოს და შემდეგ მიღეწბული გადაწყვეტილება საზოგადოებას კარგად განუმარტოს.

„საზოგადოებას რაც შეიძლება ფართოდ უნდა განვუმართოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები, ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის რესპუბლიკური სააავადმყოფოს საკითხი და ამ  შემთხვევაშიც გვჭირდება  შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში  სათანადო გადაწვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა  კობახიძემ.

მისი თქმით,  ზოგადად ყველა გადაწყვეწტილება საზოგადოების  ჩართულობით უნდა იყოს მიღებული.

„ზოგადად, ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგების წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 შეგახსებეთ,  რესპუბლიკური  საავადმყოფოს ექიმების პროტესტი 3 კვირაა გრძელდება. დღეს ექიმები პრემიერ ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ, სადაც საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პერსონალისა და სპეციალისტების ჩართულობას თხოვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა