თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მეორე სართულიდან გადმოხტა

სულ ნახვები : 4,357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა.

ინფორმაციას ამის შესახებ, გაზეთ „ქრონიკა+“ ის რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კილაძის ინფორმაციით, უცნობმა ახალგაზრდამ ჯერ სადარბაზოს შუშები ჩაამსხვრია, ხოლო შემდგომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა.

„უცხო ბიჭი მოვიდა ჩვენს ქუჩაზე (ტატიშვილი) შიშველი, წინა სადარბაზოს შუშები დალეწა, მეორე სართულზე ავიდა და გადმოხტა სადარბაზოს ფანჯრიდან!

ცოცხალია, ვინაობა არ ვიცით ჯერ!“, - წერს კილაძე.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა