ეს არის რუსული დირექტივა, რომელიც ივანიშვილმა უნდა შეასრულოს - მამუკა მამულაშვილი სუს-ის გამოძიებაზე

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის რუსული დირექტივა, რომელიც ივანიშვილმა უნდა შეასრულოს, უნდა აჩვენოს, რომ დაიწყო მუშაობა უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ, - აცხადებს „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა  მამულაშვილი სუს-ის მიერ უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისა და დაკითხვების სერიების შესახებ.

როგორც მამულაშვილი ამბობს, ივანიშვილს თავადაც აწყობს წინასაარჩევნო პერიოდში ამ სიცრუის პროპაგანდირება.

„მე ამას დავარქმევდი ივანიშვილის წინასაარჩევნო ისტერიკას. სერიოზული ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა მებრძოლების წინააღმდეგ, ეს არის საშიში იმის გამო, რომ ეს ადამიანები აკეთებენ სწორ საქმეს და ივანიშვილს არ სურს მათი  ნახვა   საქართველოში.

ჩვენ ამის [ბრალდებების] არ გვჯერა, თვითონ ივნიშვილსაც არ სჯერა და გამიზნულ კამპანიას ატარებს იმის გამო, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი არის საშიშროება და ცდილობს, ამ საშიშროების მოშორებას.

 ეს არ არის მხოლოდ ივანიშვილის აზრი, ეს არის რუსული დირექტივა, რომელიც უნდა შეასრულოს, უნდა აჩვენოს, რომ დაიწყო მუშაობა უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ამით თავსაც იმართლებს  რუსეთის წინაშე, რომ დაწყებული აქვს გამოძიება ჩვენს წინაღმდეგ... ამ  შემთვევაში  თვითონაც უნდა ეს გააკეთოს, რადგან საკუთარ პიარს აკეთებს იმაზე, რომ ტრამპზე მოხდა თავდახმა. ვერ გავიგე, რა შუაშია თვითონ, ტრამპს ადრის თავს“, - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა