შსს-ს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სულ ნახვები : 283
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული, აცხადებს, რომ მას არ  ჰქონდა ინფორმაცია თუ ვინმეს დაეჯახა  და ამის  შესახებ  მხოლოდ მას შემდეგ  გაიგო, რაც  სამართალდამცველებმა  ხელბორკილები დაადეს.

დაკავებული თამაზ ბრაჭული თქმით, მას ცუდი მხედველობა აქვს და ვერ დაინახა გზაზე რა ხდებოდა.

მას დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საკუთარი ავტომობილით დუშეთში მოქალაქეს დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი მოგვიანებით გაყინული იპოვეს.

შეგახსენებთ,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  275-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარებს რაც ავტომობილის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.  მომხადთან დაკავშირებით შსს-ის თანამშრომელი 9 თებერვალს დააკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა